არჩევნები 2024

ხაზარაძე: დამიბარეს პროკურატურაში გამოკითხვაზე, მივალ გაყალბების მტკიცებულებებით

კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ცნობით, ის არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს.

"დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. ყველგან გავიმარჯვებთ!!

დღეს სააპელაციო სასამართლოსთან ვიკრიბებით 3 სთ-ზე, ბრძოლა გრძელდება". - წერს ხაზარაძე

კომენტარები