სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: შევახსენებ ლავროვს, საქართველოს იდენტობა ძლიერად დგას – არსად დაკარგულა

ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, - არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ნინო კორძახიას, სალომე ცისკარაულის, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსის, კატრინ ლეონარდის და პრჟემისლავ ნოცუნის ღირსების მედლებით დაჯილდოებაზე. 

"ის, რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, საკუთარი ეროვნული იდენტობის გათვითცნობიერებაა". - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა RBC-სთან ინტერვიუში.

კომენტარები