საქართველოს მთავრობა

ცაგერის ყოფილი მერი, ლევან ზალკალიანი იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა

ცაგერის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, ლევან ზალკალიანი იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"იმერეთის ახალ სახელმწიფო რწმუნებულს დღეს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე შეხვდა. მან ზალკალიანს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა". - წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცაგერის მერის პოზიციიდან ზალკალიანის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს, 27 აგვისტოს გახდა ცნობილი.

ზალკალიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი 2023 წლის აპრილში გახდა.

კომენტარები