Ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმთავრესი პიროვნება, რომელმაც ქართულ საზოგადოებას იდენტობა შეუნარჩუნა. რაც შეეხება ოპოზიციის ნარატივებს, ბერძენიშვილის, ლაშა ბაქრაძის და ა.შ. ცოტა ფრთხილად იყვნენ, თორემ ერეკლე მეორე ცნობილია, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელების მხრიდან, როგორც ძალიან ძლიერი მხედართმთავარი. ისეთი ძლიერია, რომ ის ძეგლიც კი პასუხს გასცემს ზურაბიშვილსაც და ლაშა ბაქრაძესაც. ახლოს არ გაუარონ ერეკლე მეორის ძეგლს, რომელიც დაიდგმება, თორემ შეიძლება, ერეკლე მეორის მხრიდან ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია ლაშა ბაქრაძეს, ბერძენიშვილს და სხვებს. მისი და იმ საზოგადოების მხრიდან, რომელიც აღიარებს, რომ ერეკლე მეფე იყო ნამდვილად ქართველი მეფე, რომელმაც შეუნარჩუნა საქართველოს იდენტობა. ყველა იყოს ფრთხილად და ნუ ცდიან ქართული საზოგადოების მოთმინებას. 26 ოქტომბრის შემდეგ, გასაგებია, რომ გასამართლდება ნაცმოძრაობა და ნაცმოძრაობასთან დაკავშირებულები. ჩვენ მოთმინებით და მშვიდობიანად ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიასაც, არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე მეორის ძეგლსაც დავდგამთ და ერეკლე მეორე თავად გასცემს პასუხს ყველას, მათ შორის, შეიძლება, ძეგლის მეშვეობითაც, ვინც კი მის შეურაცხყოფას დააპირებს.
გურამ მაჭარაშვილი
მაჭარაშვილი: არჩევნებს მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლს დავდგამთ, ის თავად გასცემს პასუხს ყველას
tbl.ge/6vt9
დაკოპირდა

თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ხალხის ძალის წევრმა, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
26 აგვისტოს საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ჩვენი ეროვნული გმირის, ერეკლე მეორისთვის პატივის მისაგებად" კახეთის გზატკეცილზე მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება.
ამავე თემაზე
- მაჭარაშვილი: ზურაბიშვილი შეიძლება სახურავზე აძვრეს მიშასავით, სანტა კლაუსის ფორმა ჩაიცვას
- მაჭარაშვილი პრეზიდენტზე: ნაკურთხი წყალი მიიღოს, თავზეც გადაისხას, კოშმარები არ დაესიზმრება
- მაჭარაშვილი: ენმ უნდა გასამართლდეს, რომ აიკრძალოს ეს მავნებელი პოლიტიკური ძალა
- მაჭარაშვილი: დანიის საელჩო არის გლობალური ომის პარტიის შემადგენელი ნაწილი
- მაჭარაშვილი: წინასაარჩევნო კამპანიისას ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი - ეროვნული