გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი: ზურაბიშვილი შეიძლება სახურავზე აძვრეს მიშასავით, სანტა კლაუსის ფორმა ჩაიცვას

ბუნებრივია, რომ მიხეილ ყაველაშვილი დააბრუნებს საპრეზიდენტო ინსტიტუტში კონსტიტუციის დაცვის სიმტკიცეს, დააბრუნებს ერთიანობის სიმტკიცეს, დააბრუნებს ნდობას და იმის განცდას, რომ საქართველოში არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც ემსახურება ქართულ საზოგადოებას და არა უცხოურ ძალებს. [...]

რაც შეეხება ზურაბიშვილის სურვილებს, არ ვიცი რამდენად ახლა მიბაძავს ის, ყველაფერში მიბაძა და გადააჭარბა სააკაშვილს და სააკაშვილის მსგავსად თუ ის სახურავზე აძვრება, როგორც კიევში აძვრა სააკაშვილი და ემალებოდა ადამიანებს, რომ არ გამოეყვანათ შენობიდან... შეიძლება აძვრეს ახლა სახურავზე და იქედან ან სანტა კლაუსის ფორმა ჩაიცვას და რაღაც ასეთ უმსგავსობებს გააკეთებს, რა თქმა უნდა.

ამბობს ქართული ოცნების სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები