გრძელდება ზურაბიშვილის კოშმარული სიზმრები, ეს მისი პრობლემაა. შეიძლება, ძალით დაასიზმრეს კიდეც მისმა უცხოელმა პატრონებმა, ეს მისი პრობლემაა, საქართველოს პრობლემა აღარ არის. აგერ, ორი დღის პარასკევი აქვს დარჩენილი ვადის ამოწურვამდე და ჯობია, რომ ნაკურთხი წყალი მიიღოს ხოლმე, ხანდახან თავზეც გადაისხას და მერე ეს კოშმარული სიზმრები აღარ დაესიზმრება.
გურამ მაჭარაშვილი
მაჭარაშვილი პრეზიდენტზე: ნაკურთხი წყალი მიიღოს, თავზეც გადაისხას, კოშმარები არ დაესიზმრება
tbl.ge/6w1r
დაკოპირდა

თქვა ხალხის ძალის წევრმა, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.
2 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერვე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა, რა დროსაც თქვა, რომ ქართული ოცნება, რომელიც "კოშმარად იქცა" საქართველოს მთავარ პარტნიორებს ომის პარტია უწოდებს და ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს აშორებს.
ამავე თემაზე
- მაჭარაშვილი: ზურაბიშვილი შეიძლება სახურავზე აძვრეს მიშასავით, სანტა კლაუსის ფორმა ჩაიცვას
- მაჭარაშვილი: არჩევნებს მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლს დავდგამთ, ის თავად გასცემს პასუხს ყველას
- მაჭარაშვილი: ენმ უნდა გასამართლდეს, რომ აიკრძალოს ეს მავნებელი პოლიტიკური ძალა
- მაჭარაშვილი: დანიის საელჩო არის გლობალური ომის პარტიის შემადგენელი ნაწილი
- მაჭარაშვილი: წინასაარჩევნო კამპანიისას ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი - ეროვნული