ირაკლი კობახიძე

კობახიძე: კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ჩვენი გმირი მეფის, ერეკლე II-ის ძეგლი

ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით და ჩვენი გმირი მეფე, ერეკლე მეორე არის ამ თვალსაზრისით გამორჩეული, მისმა თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ჩვენი ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი.

ჩვენი ეროვნული გმირის, ერეკლე მეორისთვის პატივის მისაგებად კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობის მიმდებარედ, სადაც მერია ახორციელებს პარკის რეაბილიტაციის პროექტს, გადავწყვიტეთ, რომ აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით.

თქვა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები