გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი: დანიის საელჩო არის გლობალური ომის პარტიის შემადგენელი ნაწილი

სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და დონორები აფინანსებენ რევოლუციურ სცენარებს, ავტორიტარიზმისა ფესტივალებს, ანტიდემოკრატიულ ფესტივალებს და ა.შ. ეს ფაქტიც არის იმის მტკიცებულება, რომ დონორები აფინანსებენ ორგანიზაციებს, რომლებიც ემზადებიან 27 ოქტომბრისთვის და არა 26 ოქტომბრისთვის.

ამ შემთხვევაში, დანიის საელჩოც არის გლობალური ომის პარტიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აქვს ბრძანება და მერე ყველა ვალდებულია, ეს ბრძანება შეასრულოს. ამიტომაც არ აქვთ პასუხები. როგორ შეიძლება ჰქონდეს პასუხი რომელიმე ქვეყნის საელჩოს, როდესაც ის სუბიექტურად რომელიღაც პარტიას, ამ შემთხვევაში, რადიკალურ პარტიას აფინანსებს.

თქვა მოძრაობა ხალხის ძალის წევრმა, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

დემოკრატიის ფესტივალს  საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ "ავტორიტარიზმის ფესტივალი" უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ფესტივალს საქართველოში "პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები". 

კომენტარები