ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბლინკენი: ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის გადამწყვეტი დროა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი
Kevin Mohatt/Pool Photo via AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ახლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისა და მძევლების დაბრუნებისთვის "სავარაუდოდ საუკეთესო და ალბათ უკანასკნელი შესაძლებლობაა". ამის შესახებ ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრისას ისაუბრა.

"ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ მოხდეს ესკალაცია, არ მოხდეს პროვოკაცია, არ იყოს ისეთი ქმედებები, რომელიც რაიმე სახით დაგვაშორებს ამ შეთანხმების მიღწევას, ან მოახდენს კონფლიქტის ესკალაციას სხვა ადგილებში, მეტი ინტენსივობით.

ვფიქრობ, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია, სავარაუდოდ, საუკეთესო, ალბათ უკანაკნელიც კი მძევლების სახლში დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. მე აქ ვარ პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, როგორც ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი, რათა მივაღწიოთ საბოლოო შეთანხმებას". - თქვა ბლინკენმა.

როგორც BBC აღნიშნავს, აშშ-ს ხელისუფლებამ გასულ კვირაში, დოჰაში განახლებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოხატა, თუმცა, ჰამასის შეფასებით [მოლაპარაკებებში] პროგრესი "ილუზიაა" და მხარეებს შორის არსებულ განსხვავებებს შორის ერთ-ერთია ისრაელელი ჯარისკაცების ღაზის სექტორიდან სრულად გაყვანა".

ენტონი ბლინკენი ისრაელში გუშინ ჩავიდა. დღეს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

კომენტარები