გამოსახლება

კეკელიძეზე მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის დაპირისპირებაა - დაკავებულია 4 პირი

კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა. 

მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

ამ დროისთვის დაკავებულია 4 ადამიანი.

კომენტარები