კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 38 წლის ასაკში, ნაკრების მაისურით 10 გოლი გაიტანა.
რეკორდი ფეხბურთელმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, პორტუგალიისა და ლიხტენშტეინის შეხვედრაში დაამყარა, როდესაც 47-ე წუთზე გოლი გაიტანა.
რონალდუ ბელგიელ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუსთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბომბარდირია. ორივე ფეხბურთელს 10-10 გოლი აქვს გატანილი.
2022 წელს რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.