კრიშტიანუ რონალდუ

უკან მომავალში – კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა

eurosport

პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, 13 წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 

36 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა უკვე დატოვა ტურინი. Goal.com-ის თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 28 მლნ ევროა. მანჩესტერში რონალდუს ხელფასი 29 მლნ ევრო იქნება და კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს.

რონალდუ მანჩესტერის რიგებში 2003-2009 წლებში თამაშობდა და ის გუნდისთვის პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი იყო. იუნაიტედმა პორტუგალიელი 12.24 მლნ ფუნტ სტერლინგად "სპორტინგისგან“ შეიძინა, რითაც ის ყველაზე ძვირად ღირებული თინეიჯერი ფეხბურთელი გახდა ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში. რონალდოსთან ერთად ალექს ფერგიუსონის გუნდმა 3-ჯერ პრემიერ ლიგის და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. 

კომენტარები