კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

Skysport.com

ტურინის იუვენტუსის წამყვან ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, რონალდუ თავს კარგად გრძნობს და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.

ინფიცირების გამო კრიშტიანუ რონალდო მისი ნაკრების შვედეთის ნაკრებთან დაპირისპირებას გამოტოვებს.

კომენტარები