კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუ "ინსტაგრამზე" ყველაზე პოპულარულია

ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ყველაზე პოპულარულია. მას 150 მილიონ ადამიანზე მეტი გამომწერი ჰყავს.

33 წლის რონალდუს შემდეგ, მეორე ადგილზე მომღერალი სელენა გომესია 144.5 მილიონი გამომწერით. მას ასევე მომღერალი არიანა გრანდე მოჰყვება (141.3 მილიონი).

სპორტსმენებს შორის, რონალდუს შემდეგ მეორე ადგილზე პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ნეიმარია, რომელსაც 108.9 მილიონი გამომწერი ჰყავს. 105.1 მილიონით, მე-3 ადგილზე კატალონიის ბარსელონას კაპიტანი ლიონელ მესია.

კომენტარები