კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუმ ცხვირგატეხილი გულშემატკივარი მაისურით დაასაჩუქრა

21 იანვარს, კიევოსთან მატჩისწინა ვარჯიშისას, ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ბურთი ტრიბუნაზე მჯდომ ელენა დი მარტინოს გაარტყა და ცხვირი გაუტეხა. მას სათვალეც დაუზიანდა. პორტუგალიელმა ქალბატონთან შეხვედრა მოითხოვა და მას ბოდიშიც მოუხადა.

რონალდუმ დი მარტინოსთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. დაზარალებულმა გულშემატკივარმა ფეხბურთელისგან საჩუქრად მაისურიც მიიღო წარწერით - "გეხვევი".

კომენტარები