სამწუხაროდ, ზურაბიშვილის ხელში პრეზიდენტის ფუნქციები არის როგორც ასანთი პატარა ბავშვის ხელში და ჩვენც იძულებული ვართ, როგორც არასრულწლოვანს დაყვებიან და მის შეცდომებს ასწორებენ ხოლმე, ჩვენც ასე ვივლით, სანამ ეს ფუნქცია ფორმალურად ექნება ზურაბიშვილს და რამდენ ასეთ სისულელეს იტყვის, იმდენჯერ ვიტყვით, რომ ეს არის ნათქვამი იმ ე.წ. პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც დაუდგინდა კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც აპირებს, დაიჭიროს სი ძინპინი. ზურაბიშვილმა გადაუსწრო რეალურად, გვარამიაც ჩამოიტოვა, მელიაც ჩამოიტოვა, სააკაშვილიც ჩამოიტოვა, ყველა ჩამოიტოვა. რეალურად, არის მედროშე, ოღონდ, მანამ, სანამ ფუნქციები აქვს. როგორც ცნობილ ქართულ ფილმში არის, ენა წინ გაურბის და გონება უკან რჩება, შესაბამისად, ასეთ პოლიტიკოსს არავინ არ მიიღებს. სანამ ფუნქციები ექნება, მანამდე, ჩვენ ვივლით და ვიტყვით, რომ არ დაუჯეროთ ხალხო, გასულია მომსახურების ზონიდან. ჰგონია, რომ მსოფლიო მმართველები, ვინც არიან, დგანან და დილიდან საღამომდე ფიქრობენ, ქალბატონი ზურაბიშვილი დღეს რას იტყვის, ასეთი განცდა აქვს მას. ეს რამ იცის? - ეს იცის ზედმეტმა ამბიციებმა, ეს იცის იმან, რომ დაგიჭერენ მხარს, მოგიყვანენ და დაგსვამენ, მერე გეგონოს, რომ შენ ნამდვილად გაიმარჯვე არჩევნებში.
გურამ მაჭარაშვილი
მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე: როგორც ქართულ ფილმშია, ენა წინ გაურბის და გონება უკან რჩება
tbl.ge/6lqd
დაკოპირდა

თქვა დეპუტატმა ხალხის ძალიდან, გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.
ზურაბიშვილმა ფრანგულ Le Monde-სთან ინტერვიუში დეოლიგარქიაზაციასა და ქვეყნის პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა. კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ივანიშვილს ოლიგარქად, პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთადერთი ოლიგარქია.
ამავე თემაზე
- მაჭარაშვილი: ზურაბიშვილი შეიძლება სახურავზე აძვრეს მიშასავით, სანტა კლაუსის ფორმა ჩაიცვას
- მაჭარაშვილი პრეზიდენტზე: ნაკურთხი წყალი მიიღოს, თავზეც გადაისხას, კოშმარები არ დაესიზმრება
- მაჭარაშვილი: არჩევნებს მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლს დავდგამთ, ის თავად გასცემს პასუხს ყველას
- მაჭარაშვილი: ენმ უნდა გასამართლდეს, რომ აიკრძალოს ეს მავნებელი პოლიტიკური ძალა
- მაჭარაშვილი: დანიის საელჩო არის გლობალური ომის პარტიის შემადგენელი ნაწილი




