მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ბოკერია დეკანოზ ანდრიაზე: ეს სამარცხვინო პოზიცია საპატრიარქოსგან უკვე ვიხილეთ

ეს რომ იყოს ერთი სასულიერო პირის ერთი სამარცხვინო განცხადება, კიდევ უფრო მცირე პრობლემა იქნებოდა. სამწუხაროდ, ამ ინსტიტუციას, საქართველოს ეკლესიას ჰყავს ხელმძღვანელი – საპატრიარქო და მისი პოზიცია ამ სულისკვეთების განმსაზღვრელია. ეს სამარცხვინო პოზიცია ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ, მკვლელობამდე, როდესაც დაიძაბა მანდ ვითარება, ხოლო საპატრიარქოს პრესსპიკერმა ჩვენ მოქალაქეებს, რომლებმაც ჩვენ ტერიტორიაზე საქართველოს დროშა აღმართეს, პრაქტიკულად, პირდაპირ დააბრალა და ამით გაამართლა მტრის აგრესია. ეს არის პრობლემა და რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში არიან სასულიერო პირები, რომლებსაც აქვთ ჯანსაღი და პატრიოტული პოზიცია, თუმცა, პრობლემა არის ის, რომ ისინი აშკარად უმცირესობაში არიან. 

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მისულ დეკანოზ ანდრია მიდოდაშვილს, რომელმაც თქვა, რომ მას "რუსებთან და ოსებთან ურთიერთობა ურჩევნია ტაძრებს".  მომხდარს მანამდე გამოეხმაურა საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც საზოგადოებას "დასკვნების გაკეთებისკენ" მოუწოდა, რათა "წინდაუხედავმა ქმედებამ მსხვერპლი არ მოგვიტანოს". 

6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები