მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

გაფრინაშვილი გინტურზე: თუ ყველანი ჩუმად ვიქნებით, რუსეთი არ გაჩერდება

აბსოლუტურად ყველა დაკავებულს აჩუმებდნენ. არ ხდებოდა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, საზოგადოებასთან, რომ ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა, რა სიტუაცია და როგორი მოპყრობა იყო იქ [არ გავრცელებულიყო]. თუ ისე გაგრძელდება, როგორც დღემდე იყო, თუ ყველანი ჩუმად ვიქნებით ყველა დაკავების ფაქტზე, ეს არ გაჩერდება. უფრო და უფრო აგრესიული ხდება ჩვენი მტერი, რუსეთი იმიტომ, რომ კუთხეში მიმწყვდეული მხეცი უფრო საშიშია, ის ვირთხაზე უარესია.

თქვა რუსული საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის დაკრძალვაზე მისულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს და 49 დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული.

კომენტარები