მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

დეკანოზი ანდრია კირბალზე: ოსები და რუსები გვირჩევნია ტაძარს, მათთან სიტკბო და სიყვარული

ეს მსხვერპლი, დაე, სოფელს, ჩვენსა, რუსებსა და ოსებს შორის ურთიერთობაში გახდეს არა დაპირისპირების კანდელი და სანთელი, არამედ კვლავ მისი მსხვერპლი სოფელს ექცეს როგორც მფარველი, სოფლის, რეგიონის მფარველი [...]

ჩვენი პოზიცია ეკლესიისა არის ასეთი, თითოეულ ტაძარს, ჩვენს იქითა მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენს ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს, რუსები გვირჩევნია, ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია. [...] ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია.

ამბობს სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მისული დეკანოზი ანდრია მიდოდაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები