მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ზარქუა გინტურზე: დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან, გამოძიება გრძელდება

ბუნებრივია ამას აქვს ერთი პასუხი, რომ ჩვენ, როგორც სხვა შემთხვევებშიც რეაგირება გვექნება ადეკვატური. მიმდინარეობს გამოძიება, ყველა შესაბამის პლატფორმას გამოვიყენებთ, სადაც მიგვიწვდება ხელი, რომ დამნაშავეები იყვნენ დასჯილნი. ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმალურს ვაკეთებთ.

[...] მე მგონია, რომ ყველა ვაცნობიერებთ, რომ ოკუპირებულია ტერიტორია, ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება. დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან, გამოძიება გრძელდება და როდესაც მიეცემა [საშუალება] ჩვენს სახელმწიფოს, ბუნებრივია ექნება რეაგირება და დამნშავეები ვერ დაემალებიან მართლმსაჯულებას.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, რომელიც 9 ნოემბერს სხვა დეპუტატებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად კირბალში, თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

კომენტარები