მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ჯაღმაიძე გინტურზე: ეს იმ გულანთებული ადამიანებიდან ერთ-ერთია, ვის გაფრთხილებასაც ვცდილობდი

ეს არის დიდი ტკივილი, ეს არის კიდევ ერთი ტრაგედია. აი, ამ საქართველოს ტერიტორიების უსამართლოდ ოკუპაციას არა ერთი ასეთი ტრაგედია მოჰყვა. ასეთი ვაჟკაცი ადამიანები ვერ აიტანენ იოლად ამას და ღმერთმა გვიმრავლოს ასეთები. [...]

ჩვენ ვერ გავუფრთხილდით ასეთ ხალხს, ეს არის ერთ-ერთი ბევრი იმ გულანთებული ადამიანისაგან, რომლის გაფრთხილებასაც მე ვცდილობდი და წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ავარიდეთ ამ კაცს ეს საფრთხე... დაუფიქრებელი ნაბიჯი არის, როცა ვამწვავებთ ისეთნაირად სიტუაციას, რომლის მერეც მართვა არ შეგვიძლია და რისკის ქვეშ ვაყენებთ ხალხს. სადაც შეგვიძლია, საოკუპაციო ხაზის იქით, ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ტაძრები, მოვუაროთ და მსახურება არ შეწყდეს.

თქვა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის დაკრძალვაზე.

კომენტარები