ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის $14.3 მილიარდის დახმარება დაამტკიცა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის 14.3 მილიარდი დოლარის გადაუდებელი დახმარების კანონპროექტი დაამტიკცა.

ინიციატივას მხარი პალატის 226-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 196 იყო. კანონპროექტი უკრაინის დახმარებას არ მოიცავს.

"უკრაინა იქნება შემდეგი. როგორც იცით, მე ვთქვი, რომ უკრანასთან ერთად, სასაზღვრო უსაფრთხოების აღდგენა გვსურს. [...] თუ უკრაინის სასაზღვრო ზონაზე ზრუნვას ვაპირებთ, ამავდროულად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ აშშ-ს სასაზღვრო ზონაზე". - თქვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა.

1 ოქტომბერს, თეთრმა სახლმა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა მიერ წარდგენილ ისრაელის დახმარების კანონპროექტს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს, რადგან იგი უკრაინისთვის სამხედრო, ხოლო ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას არ მოიცავს.

ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, ისრაელისა და უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხის გამიჯვნა აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ტირანიის, ხოლო ისრაელმა ტერორიზმის, წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება შეძლოს.

კომენტარები