ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის კიდევ ერთი მეთაური მოკლეს

ღაზის სექტორზე მიტანილი იერიშები, 2023 წლის 2 ნოემბერი
Fadel Senna/AFP

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმების შედეგად ჰამასის კიდევ ერთი მეთაური, მუსტაფა დალული მოკლეს. მუსტაფა დალული ჰამასის საბრა თელ ალ-ჰავას ბატალიონის ლიდერი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო თვითმფრინავებმა ჰამასის ერთ-ერთი მეთაურის მოკვლა სამხედრო დაზვერვის ზუსტი ინფორმაციის დახმარებით შეძლეს. ასევე, 3 ნოემბრის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოკლეს ჰამასის წევრი რამდენიმე ტერორისტი. ამას გარდა, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, ბეით ჰანუნში IDF-ის ჯარისკაცებმა ტერორისტების სამალავი, იარაღები, ასაფეთქებლები, საკომუნიკაციო საშუალებები, რუკები და სხვა სადაზვერვო ინფორმაცია აღმოაჩინეს. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რასად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები