ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ჩვენი ძალები ქალაქ ღაზას ალყაში აქცევენ

გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი
ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენერალური შტაბის უფროსის, ჰერცი ჰალევის თქმით, ისრაელელი სამხედროები ქალაქ ღაზაში იმყოფებიან და მას რამდენიმე მიმართულებით ალყას ურტყამენ.  

"ომში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავედით. [ჩვენი] ძალები ჩრდილოეთ ღაზის შუაგულში არიან, ქალაქ ღაზაში მოქმედებენ, ალყაში აქცევენ, და [სახმელეთო შეტევას] აღრმავებენ". - აღნიშნა ჰალევიმ.

მისივე თქმით, ისრაელელი სამხედროები ურბანულ ზონაში მოქმედებენ, რაც "პროფესიონალიზმსა და გამბედაობას მოითხოვს".

გარდა ამისა, ჰალევიმ ისაუბრა 18 ისრაელელ სამხედროზე, რომლებიც ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლას ემსხვერპლნენ. მისივე თქმით, IDF-ს აქვს ვალდებულება სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, რომელიც ჰამასს და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს ტყვედ ჰყავთ აყვანილი ჰყავთ ღაზას სექტორში.

"ჩვენ ვმოქმედებთ სიმშვიდით, გონიერებითა და მონდომებით". - თქვა ჰალევიმ.

აქამდე, გამოცემა Times of Israel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის გვირაბების ქსელის განადგურების ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს.

ისრაელის არმიის ინჟინრების თქმით, სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორის იმ ნაწილებზე განხორციელდება, რომელზეც ისრაელმა ბოლო დღეებში კონტროლი დაამყარა. ისრაელი რობოტებისა და ფეთქებადი მოწყობილობების მეშვეობით გვირაბების დანგრევას ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა ამ დროისთვის 100-მდე გვირაბი გაანადგურა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რასად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები