ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: გაფართოებული სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში ათობით ტერორისტი მოვკალით

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი, დანიელ ჰაგარი
Gideon Markowitz/TPS

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, 30 ოქტომბერს ღამით ათობით ტერორისტი მოკლეს.

"წინა ღამით სამხედროებმა ათობით ტერორისტი მოკლეს, რომლებიც შენობებში ამოიკეტნენ, ბარიკადები აღმართებს და მათი მიმართულებით მიმავალ სამხედრო ძალებზე თავდასხმა სცადეს". – თქვა ჰაგარმა.

ის განმარტავს, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციის გაფართოების ფარგლებში ტერიტორიაზე უფრო მეტი ჯარისკაცი შევიდა, ხოლო ტერორისტები საპასუხოდ თავს ესხმიან.

"ღაზის სექტორში გაფართოებულ სამხედრო ოპერაციას ვაწარმოებთ... ჩვენი სამხედრო ძალები ტერორისტების მიმართულებით მოძრაობენ, ისინი შენობებში იკეტებიან და ჩვენ ჰაერიდან ვესხმით თავს". – თქვა ჰაგარმა. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები