ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

იცხაკ ჰერცოგი: ჰამასის მებრძოლები ქიმიური იარაღის შესაქმნელად ინსტრუქციებს ფლობენ

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა Sky News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჰამასის მებრძოლებს გადაცემული აქვთ ქიმიური იარაღის დამზადების ინსტრუქციები

ჰერცოგის თქმით, ბეერის კიბუცში მოკლული ტერორისტების გაჩხრეკისას ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქიმიური იარაღის დამზადებისთვის საჭირო ინსტრუქციები იპოვეს. ბეერის კიბუცის მოსახლეობის მეხუთედი ან მოკლული ან გატაცებულია. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქიმიური იარაღის ინსტრუქციები USB ბარათზე იპოვეს, რომელიც ჰამასის ერთ-ერთ ტერორისტთან აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, ტერორისტებს ჰქონდათ ციანიდის გამავრცელებელი მოწყობილობის შექმნის ინსტრუქცია. 

იცხაკ ჰერცოგმა ასევე თქვა, რომ ნაპოვნი ინსტრუქციები ალ-კაიდას მასალებია, რომელსაც ახლა სხვა ტერორისტული ორგანიზაციები იყენებენ.

"ჩვენ ვებრძვით ISIS-ს, ალ-კაიდას და ჰამასს ერთდროყულად" - თქვა იცხაკ ჰერცოგმა. 

კომენტარები