ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

თურქეთმა ღაზის მოსახლეობის დასახმარებლად ეგვიპტეში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

თურქეთმა ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, ეგვიპტეში სამედიცინო პერსონალი და მედიკამენტები გააგზავნა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა წერს.

"ჩვენი თვითმფრინავი აფრინდა ღაზის სექტორის დასახმარებლად. საპრეზიდენტო თვითმფრინავი სავსეა მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით, ასევე, ბორტზე იმყოფება 20 ექიმი. ისინი ანკარადან ეგვიპტეში გაემგზავრნენ". - წერს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი.

21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტიდან, რაფას გამშვები პუნქტიდან პირველი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. გაეროს ცნობით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ 20 სატვირთო მანქანას პალესტინური წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლები მიიღებენ.

ღაზაში რაფაჰის გამშვები პუნქტიდან ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ხელშესაწყობად და პროცესის გასაკონტროლებლად ისრაელმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ეგვიპტემ სამმხრივი კომიტეტი შექმნეს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები