ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელმა, აშშ-მ და ეგვიპტემ ღაზაში დახმარების შესატანად სამმხრივი კომიტეტი შექმნეს – TOI

პალესტინელები  რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელთან, 2023 წლის 16 ოქტომბერი. 
Times of Israel 

ღაზაში რაფაჰის გამშვები პუნქტიდან ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ხელშესაწყობად და პროცესის გასაკონტროლებლად ისრაელმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ეგვიპტემ სამმხრივი კომიტეტი შექმნეს. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის ადგილობრივ მედიას, the Times of Israel-ს გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაუდასტურა.  

მანამდე, 18 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ომის დაწყების შემდეგ პირველად, 19 სექტემბერს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 20-მდე სატვირთო მანქანა შევა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ასეთი ტიპის მანქანების რაოდენობა გაიზრდება.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ-დასავლეთ ღაზაში, ხან იუნისის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ეგვიპტესთან და აშშ-სთან მოლაპარაკების შემდეგ, 18 ოქტომბერს მიიღო. 

ჰუმანიტარულ ზონაში საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იქნება შესაძლებელი. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები