ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

BBC-ის დირექტორის მოადგილე: ღაზის საავადმყოფოს თავდასხმის გაშუქებისას შეცდომა დავუშვით

Jewish News Reporter

BBC-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ჯონათან მანრომ თქვა, რომ 17 ოქტომბრის ღაზის საავადმყოფოს თავდასხმის გაშუქებისას მათ შეცდომა დაუშვეს. მანროს თქმით, პირდაპირ ეთერში საავადმყოფოს აფეთქების გაშუქებისას "მაუწყებლობის ენა არ იყო ბოლომდე სწორი". BBC-ს კორესპონდენტმა ჯონ დონისონმა სპეკულაცია მოახდინა და მაყურებელს მიანიშნა, რომ აფეთქება ისრაელის იერიშის შედეგი იყო, რაც 19 ოქტომბერს BBC-ს მენეჯმენტმა შეცდომად აღიარა. 

17 ოქტომბერს ქალაქ ღაზაში არაბულ საავადმყოფოში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ჰამასი იმთავითვე ისრაელს აბრალდებდა. 18 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა წარადგინა მოპოვებული მტკიცებულებები და ახსნა, რომ რაკეტა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა გაისროლა.

19 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს შეხვდა, სადაც BBC-ს მიერ ისრაელი-ჰამასის ომის გაშუქების სტანდარტებზე ისაუბრეს. იცხაკ ჰერცოგმა თქვა, რომ როდესაც BBC ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად არ მოიხსენიებს, ეს უბრალოდ ფაქტების დამახინჯებაა. 

კომენტარები