ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რიში სუნაკთან შეხვედრისას ისრაელის პრეზიდენტმა BBC ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა

Kobi Gideon/GPO

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან რიში სუნაკთან შეხვედრისას BBC ისრაელი-ჰამასის ომის შესახებ ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც BBC წარმოაჩენს ჰამასს უბრალოდ ფაქტების დამახინჯებაა. ჩვენ ვებრძვით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ტერორისტულ ორგანიზაციას. მე ვიცი, რომ თანამედოვე დემოკრატიები როგორიც ბრიტანეთი ან ისრაელია ამაში პირდაპირ ვერ ჩაერევიან. თუმცა, BBC-ს აქვს გარკვეული კავშირები ბრიტანეთის მთავრობასთან და ის მსოფლიოში ერთგვარად ბრიტანეთის სახეა, ამიტომ ეს საკითხი უნდა დაკორექტირდეს, რომ ჰამასი განისაზღვროს, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. კიდევ რისი დანახვა სჭირდებათ იმის გასაგებად, რომ ეს ბარბაროსული ტერორისტული ორგანიზაციაა" - თქვა იცხაკ ჰერცოგმა.

პრესკონფერენციაზე იცხაკ ჰერცოგმა თქვა, რომ მათი შეხვედრის დროს სუნაკს სურდა ამ ტრაგედიის ობიექტური და მიკერძოებული გაშუქებების საკითხის წამოჭრა. 

BBC დღემდე ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად არ მოიხსენიებს. 

რიში სუნაკმა მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და თქვა, რომ ისრაელელ ხალხს თავდაცვის სრული უფლება აქვთ. BBC-სთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ყველამ უნდა მოიხსენიოს მოვლენები ისე, როგორც არის - ტერორისტული აქტი განხორციელებული ბოროტი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ.

კომენტარები