საგარეო ვაჭრობა

იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 12.7%-ით, ხოლო იმპორტი 18.2%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $15 910.8 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი $4 607.4 მილიონს შეადგენს და წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.7 %-ით, ხოლო იმპორტი გაზრდილია 18.2 %-ით და შეადგენს $11 303.4 მილიონს. 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2023 წლის იანვარ-სექტემბერში $6 696.0 მილიონი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 % შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასე ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი ($632.7 მილიონი), სომხეთი ($601.5 მილიონი) და რუსეთი ($511.8 მილიონი).

საქსტატი

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 % შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი ($1 861.2 მილიონი), აშშ ($1 399.4 მილიონი) და რუსეთი ($1 364.3 მილიონი).

საქსტატი

2023 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფების საექსპორტო ათეულის პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • მსუბუქი ავტომობილები - $1 566.1 მილიონი, რაც მთელი ექსპორტის 34 %-ს შეადგენს;
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $438.1 მილიონი, (მთლიანი ექსპორტის 9.5 %);
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $193.5 მილიონი (4.2%).

ამავე დროით პერიოდში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფის პირველი სამეული:

  • მსუბუქი ავტომობილები - $2 282.5 მილიონი (მთელი იმპორტის 20.2%);
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $816.4 მილიონი (იმპორტის 7.2 %);
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $392.4 მილიონი (იმპორტის 3.5 %).

კომენტარები