ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ისრაელში საჰაერო განგაში ჩაირთო

AHMAD GHARABLI / AFP

მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა და ქვეყანა დატოვა, რამდენიმე წუთში საჰაერო განგაში ჩაირთო.

განგაშის ხმა გაისმა ცენტრალურ ქალაქებში ჰოდ ჰაშარონში, განეი ამში, იარქონაში, ადანიმსა და ფეთაჰ თიქვაში.

დღეს, 18 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. მას ბენ გურიონის აეროპორტში ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი დახვდნენ. 

ბაიდენის ისრაელში ჩასვლიდან რამდენიმე წუთში ისრაელის სამხრეთში, ქისუფიმში საჰაერო განგაში ჩაირთო.

ბაიდენმა ისრაელში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქება, როგორც ჩანს, ღაზის ტერორისტული დაჯგუფების მიერ არის გამოწვეული და არა ისრაელის.

კომენტარები