აშშ-ვენესუელა

აშშ-მ, შესაძლოა, ვენესუელას სანქციები შეუმსუბუქოს

ნიკოლას მადურო
AP

სამშაბათს, ვენესუელას ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საარჩევნო შეთანხმებას მიაღწიეს, რაც, შესაძლოა, აშშ-ს მიერ ვენესუელას მიმართ დაწესებული სანქციების შემსუბუქების საფუძველი გახდეს

ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა კარაკასის მიმართ ტრამპის "მაქსიმალური წნეხის" პოლიტიკისგან განსხვავებით, მხარეთა შორის ენერგეტიკის, მიგრაციისა და პოლიტიკური რეფორმების კუთხით მუშაობის შესაძლებლობას უშვებს. 

"ჩვენ თითქმის დავასრულეთ შეთანხმება ოპოზიციასთან საარჩევნო შეთანხმებაზე, რომელიც სასარგებლო იქნება მომავალი საარჩევნო პროცესისა და მშვიდობისათვის" – თქვა მადურომ თავის განცხადებაში.

სამშაბათს გაკეთებულ განცხადებამდე წყაროები მიუთითებდნენ აშშ-ს მზაობაზე, შეემსუბუქებინა, OPEC-ის წევრი ვენესუელისთვის ნავთობთან დაკავშირებული დაწესებული სანქციები. 

ბაიდენის განცხადებით, ვენესუელაში დემოკრატიული პროცესზე კონსენსუსის სანაცვლოდ ამერიკა მზადაა გრძელვადიან სანქციებს გადახედოს. 

"ჩვენ მივესალმებით ვენესუელას პოლიტიკური აქტორების შეთანხმებას, რომელიც აუცილებელი ნაბიჯია ვენესუელაში დემოკრატიული პროცესის აღდგენისთვის" – ნათქვამია აშშ-ს, ევროკავშირის, ბრიტანეთისა და კანადის საერთო განცხადებაში, ბარბადოსში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის განაცხადში პოლიტიკური პატიმრების, დამოუკიდებელი საარჩევნო პროცესის მნიშვნელობის, გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის სხვა უფლებების დაცვის პრინციპების დაცვაც იყო შეტანილი, სამშაბათის შეთანხმება მათ არ მოიცავდა. 

აშშ-სა და ვენესუელის წარმომადგენლების კატარში შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მადუროს რეჟიმსა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით, კიდევ ერთ უცხოურ კომპანიას მიეცემოდა შესაძლებლობა ვენესუელიდან ნედლი ნავთობის ექსპორტის.

ვენესუელაში მომდევნო არჩევნები 2024 წლის მეორე ნახევარში ჩატარდება, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლები.

კომენტარები