აშშ-ვენესუელა

სანქცირებულ ნავთობტანკერს აშშ ინდოეთის ოკეანემდე აედევნა და მის ბორტზე ავიდა

   
@DeptofWar/X  

აშშ-ს ომის დეპარტამენტის განცხადებით, კარიბის ზღვიდან ინდოეთის ოკეანემდე ადევნების შემდეგ აშშ-ს სამხედროები სანქცირებული ნავთობტანკერის ბორტზე ავიდნენ.

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, გემი, სახელად Aquila II, აშშ-ს მიერ "კარიბის ზღვაში სანქცირებული ხომალდებისთვის დაწესებული კარანტინის" დარღვევით მოქმედებდა.

“მან გაქცევა სცადა და ჩვენ ავედევნეთ, ხმელეთზე, ჰაერში თუ ზღვაზე - ჩვენი შეიარაღებული ძალები გიპოვიან და სამართალს აღასრულებენ.” - წერს ომის დეპარტამენტი სოციალურ ქსელში.

"როდესაც ომის დეპარტამენტი "კარანტინს" აცხადებს, ჩვენ ამას სერიოზულად ვგულისხმობთ".  - დაწერა დეპარტამენტმა X-ზე და დაამატა, რომ "ამერიკელ სამხედროებს აღსრულების პროცესში ვერაფერი შეაჩერებს - ვერც ის ოკეანეები, რომლებიც მსოფლიოს მეორე ნახევარში მდებარეობს."

 
 

კომენტარები