აშშ-ს ომის სამინისტროს ცნობით, აშშ-მ ინდოეთის ოკეანეში კიდევ ერთი სანქცირებული ნავთობტანკერი, Veronica III დააკავა, რომელმაც კარიბის ზღვა დატოვა და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული "კარანტინი" დაარღვია.
სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-მ ხომალდს კარიბის ზღვიდან ადევნა თვალყური და ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აშშ-ს კონტროლირებულ რეგიონში მის ბორტზე ავიდნენ.
"ხომალდმა პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული კარანტინისთვის გვერდის ავლა სცადა, იმედოვნებდა, რომ გაძვრებოდა. ჩვენ მას თვალყურს ვადევნებდით კარიბის ზღვიდან ინდოეთის ოკეანემდე, დავუახლოვდით და შევაჩერეთ. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს წვდომა, გამძლეობა და ნება, რომ ეს გააკეთოს". - წერია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე, 10 თებერვალს კარიბის ზღვიდან ინდოეთის ოკეანემდე ადევნების შემდეგ აშშ-ს სამხედროები სანქცირებული ნავთობტანკერის ბორტზე ავიდნენ.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, გემი, სახელად Aquila II, აშშ-ს მიერ "კარიბის ზღვაში სანქცირებული ხომალდებისთვის დაწესებული კარანტინის" დარღვევით მოქმედებდა.





