აშშ-ვენესუელა

სახდეპი: აშშ-მ ვენესუელიდან მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანი წარმატებით გამოიტანა

აშშ-ს შინაგან საქმეთა მინისტრი დაგ ბურგამი და ვენესუელის პრეზიდენტი დელსი როდრიგესი, 4 მარტი, 2026 წ.
REUTERS/Leonardo Fernandez Viloria

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აპრილის თვეში აშშ-მ, ვენესუელასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან პარტნიორობითა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ტექნიკური მხარდაჭერით, ვენესუელიდან წარმატებით გამოიტანა მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანი. 

გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვენესუელის რეაქტორი RV-1, რომელსაც კვლევითი დანიშნულება აქვს, "ქვეყნის პირველი და ერთადერთი ბირთვული რეაქტორი იყო, რომელიც თავდაპირველად მშვიდობიანი მეცნიერული მიზნებისთვის აშენდა და მოგვიანებით მას სამედიცინო მარაგების, საკვებისა და სხვა მასალების გამა-სხივური სტერილიზაციის მიზნით იყენებდნენ."

სახდეპი წერს, რომ აშშ-მ "ბირთვული უსაფრთხოების ამ უმთავრეს მიზანს თვეებში მიაღწია," რაც თავდაპირველ გეგმასთან შედარებით ორ წლით უფრო სწრაფად მოხდა. 

"ეს ოპერაცია საუკეთესოდ ასახავს ამერიკის ხელმძღვანელობას: გადამწყვეტი, პრაქტიკული და ამერიკელი ხალხის დაცვაზე ორიენტირებული. ვენესუელიდან სახიფათო ბირთვული მასალის მოშორების მხრივ ლიდერობით, აშშ უფრო დაცულია და მან მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოება განამტკიცა." – ვკითხულობთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

კომენტარები