ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი, დელსი როდრიგესი NBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აშშ-ში არის მიწვეული.
ინტერვიუ ამერიკის ენერგეტიკის მინისტრის, კრის ვრაითის კარაკასში ვიზიტის პარალელურად ჩატარდა.
“შტატებში ვარ მიწვეული, ჩვენ განვიხილავთ წასვლას მას შემდეგ, რაც ამ თანამშრომლობას ჩამოვაყალიბებთ და ყველაფრის გაგრძელება შეგვეძლება” - ამბობს როდრიგესი.
ინტერვიუში როდრიგესმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ქვეყნის ლეგიტიმური ლიდერი ჯერ კიდევ ნიკოლას მადუროა.
“მე შემიძლია გითხრათ, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი ნიკოლას მადუროა. ამას გეუბნებით, როგორც იურისტი, რაც მე ვარ. ნიკოლას მადურო და პირველი ლედი, სილია ფლორესი ორივე უდანაშაულოა.”
როდრიგესმა პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც აშშ-მ 3 იანვარს ნიკოლას მადურო დააკავა.





