საგარეო ვაჭრობა

იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, $15 919.5 მილიონია, რაც წინა წელთან შედარებით 16.6%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $4 607.2 მილიონი, ხოლო იმპორტი $11 312.3 მილიონია. ამასთან, ორივე მათგანი წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს აღემატება – ექსპორტი 12.7%-ით, ხოლო იმპორტი 18.3%-ითაა გაზრდილი. 

საქსტატი

ამავე დროით პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $6 705.1 მილიონი შეადგინა. სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო მიანიშნებს, რომ ქვეყნის იმპორტი აღემატება ექსპორტს. ამასთან, ტენდენცია წინა წლების მსგავსია.

საქსტატის განმარტებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები