სალომე ზურაბიშვილი

"არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს" – პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა. 

"ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა. არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე განვითარდა ეს მოვლენები, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და თაობისთვის. მინდა, ეს დღე და ეს დაჯილდოება ასე წარმოვიდგინო" - თქვა ზურაბიშვილმა.


1-ელ სექტემბერს ქართულმა ოცნებამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

6 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა კონსტიტუციური წარდგინების განხილვა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით, პარლამენტი შესაბამის დასკვნას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს, რომელიც 14 ოქტომბერს იწურება. 

კომენტარები