იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

ოთხივე მოკლეს, მერე ცეცხლი წაუკიდეს – აფხაზეთიდან დევნილი ქართველების ისტორიები გენოციდზე

ფორმულას ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში გავიდა აფხაზეთიდან დევნილების ოფიციალური ჩვენებები, რომლებიც მათ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას  მისცეს. მასალა ტელევიზიას კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ მიაწოდა. 

ჩანაწერებში დევნილები არაერთ შემთხვევაზე საუბრობენ, როცა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ქართველებს სასტიკად გაუსწორდნენ.

ორივე - დედაც, მამაც და მამაჩემის ორი დაც მოკლეს. შესულან, ღამე იყო თურმე, რომ იწვნენ ლოგინზე, იქვეა ოთხივე მოკლული და მერე წაუკიდეს ცეცხლი. ჩემი მამიდაშვილები იყვნენ დარჩენილი და იმათმა თქვეს, ისეთი გახურებული იყო ყველაფერი, ორსართულიანი სახლი რომ დაიწვება როგორია, ჩვენ თივის ჩანგლით ავიღეთო და ერთ ორმოში ჩავყარეთ ოთხივეო, იმიტომ რომ მაინც ვერ ამოვიცნობდითო.

ჩემი მეუღლე იქ დარჩა, არ ომობდა, მე არ მომკლავენო, მაგრამ შემოვიდნენ და ისიც მოკლეს, სამი ბიჭი იყო ერთად თურმე, არც იარაღი ჰქონდათ და არც არაფერი, ხელები აწიეთო, უთქვამთ და ეგრევე სამივე მოკლეს, სამივე ერთადაა დამარხული.


შემოუერთდით პეტიციას აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ.

კომენტარები