იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

თუ ვინმე ქართველი ნახეს, ყველა დახოცეს – აფხაზეთიდან დევნილების ისტორიები გენოციდზე

წყარო: კადრი ტვ ფორმულაზე გასული ინტერვიუდან.

ფორმულას ეთერში გავიდა აფხაზეთიდან დევნილების ოფიციალური ჩვენებები, რომლებიც მათ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას მისცეს. მასალა ტელევიზიას კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ მიაწოდა.

ჩანაწერებში დევნილები არაერთ შემთხვევაზე საუბრობენ, როცა ქართველებს რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები სასტიკად გაუსწორდნენ. 

15, 16, 17 მარტის შემოსევა რომ იყო, აი იმ პერიოდში შემოვიდნენ გუმისთაში. თუ ვინმე ნახეს ქართველი, ყველა დახოცეს. ჩვენ გვერდით მცხოვრები, ახალგაზრდა ბიჭი ნაკუწებად აქციეს, ხელი, ფეხი, ყველაფერი მოაჭრეს. ჩემი მასწავლებელი იყო გენადი თოდუა, მაგის ოჯახში შეიჭრნენ აფხაზები, დაუხოცეს ორივე შვილი და სიძე. Მერე თვითონაც მოკლეს. მერე აწამეს კიდევ ერთი კაცი,  რა არ გაუკეთეს, ჯერ ცოლს ქმრის თვალწინ, რა არ გაუკეთეს, ყველაფერი გაუკეთეს, რაც ცუდია, მერე ეს ქალიც და კაციც მოკლეს.

შემოუერთდით პეტიციას აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ.

კომენტარები