იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

რუსის ქალმა უთხრა, ეს ქართველია, წაიყვანეთო – აფხაზეთიდან დევნილების ისტორიები გენოციდზე

ქართველების გენოციდი
Formulanews 

ფორმულას ეთერში გავიდა აფხაზეთიდან დევნილების ოფიციალური ჩვენებები, რომლებიც მათ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას მისცეს. მასალა ტელევიზიას კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ მიაწოდა. 

ჩანაწერში დევნილები არაერთ შემთხვევაზე საუბრობენ, როცა ქართველებს რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები სასტიკად გაუსწორდნენ.

ჩემი ძმა დახვრიტეს, ჩემთან მოვიდა, რომ გამოვეყვანე, მაგრამ მე უკვე გამოსული ვიყავი, როცა მოვიდა [ძმა] მეზობლის რუსის ქალი გამოვიდა და უთხრა, ეს ქართველია, წაიყვანეთო. გამოიძახეს და წაიყვანეს [...] იქ დახვრიტეს. ძალიან ბევრი იყო იქ დახვრეტილი. მეზობელმა მომიყვა, ღამე მივდიოდით და [გვამებს] ვმარხავდით ძაღლებსა და ღორებს რომ არ შეეჭამათო. ბოლო დღეები ეკლესიაში ვიმალებოდით, ბომბავდნენ ეკლესიას. მე და ერთი ბერი ვიდექით კიბეებზე, როდესაც დაბომბეს ჩვენი ეკლესია. სოხუმშიც ბომბავდნენ რუსი თვითმფრინავები. გუდაუთიდან გადმოფრინდებოდნენ, მოფრინდებოდნენ ზღვის პირას, ქალაქს გადაუვლიდნენ, გავიდოდნენ ზღვაზე, წრეს დაარტყამდნენ, წამოვიდოდნენ, დაგვარტყამდნენ და გუდაუთის მხარეს  გაფრინდებოდნენ. 

შემოუერთდით პეტიციას აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ.

კომენტარები