რუსეთის ეკონომიკა

დოლარის კურსზე გადაჭარბებული ყურადღება წარსულის რუდიმენტია – პესკოვი

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის 
თქმით, დოლარის კურსის რყევებზე გადაჭარბებული ყურადღება "წარსულის რუდიმენტია". 

"შეშფოთების საფუძველი ჯერ კიდევ არ არსებობს. არის გარკვეული რყევები, მაგრამ ჩვენ მაინც რუბლის ზონაში ვცხოვრობთ, ამიტომ დოლარის კურსზე ასეთი გადაჭარბებული ყურადღება, ემოციური თვალსაზრისით, შესაძლებელია, მაგრამ მაინც წარსულის რუდიმენტია. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ რუბლის ზონაში ცხოვრებას და თავი დოლარის კურსზე დამოკიდებულად არ უნდა ვიგრძნოთ". - თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, მაკროეკონომიკური სტაბილურობა სრულად არის უზრუნველყოფილი მარეგულირებლისა და რუსეთის მთავრობის ქმედებებით, "ამიტომ აქ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს".

14 აგვისტოს შემდეგ პირველად, 3 ოქტომბერს მოსკოვის ბირჟაზე 1 დოლარის ღირებულებამ 100 რუბლს გადააჭარბა.

კომენტარები