ე.წ. სამხრეთ ოსეთი

ლავროვი: განვაგრძობთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას უსაფრთხოების მიმართულებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალაქ სოჭიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტ ლიდერებს შეხვდა. ოკუპირებული სამაჩაბლოს დეფაქტო ლიდერთან ალან გაგლოევთან საუბრის დროს ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.

"პირველ რიგში მინდა ორი ღირსშესანიშნავი თარიღი მოგილოცოთ, პირველი – 15 წელი საერთაშორისო აღიარებიდან და მეორე – 33 წელი რესპუბლიკის დაარსებიდან. ჩვენ ვაფასებთ საერთო ისტორიას და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი ჩვენი ხალხების ძმობას, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გამყარდება. ასევე განვაგრძნობთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას უსაფრთხოების, თავდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროებში". 

ლავროვი იმავე ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბერს ბჟანია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს კრემლში შეხვდება.

კომენტარები