სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის მტკიცებით, ყეინიშვილი და ხომერიკი "მანკიერი პროცესის ლუსტრაციისთვის" წარადგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ზურაბიშვილის მიერ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად პარლამენტისთვის ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის წარდგენის გადაწყვეტილებას განმარტავს და ამ ნაბიჯს ქართული ოცნების მიერ წარმოებული "მანკიერი პროცესის ლუსტრაციის" აუცილებლობით ხსნის.

"რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა". - წერს ადმინისტრაცია.

პარლამენტმა ეროვნული საბჭოს ორი წევრი 21 სექტემბერს, მას შემდეგ აირჩია, რაც 20 სექტემბერს სებ-ის საბჭო სამმა ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები რამდენიმე დღით ადრე წარადგინა, 21 სექტემბერს კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მათი გაწვევა მოითხოვა. თუმცა, უმრავლესობის დეპუტატების თქმით, "არ არის კანონში, არც რეგლამენტში, არსად პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატურების გაწვევა" და "ასეთი მექანიზმი არ არსებობს".

კომენტარები