ეროვნული ბანკი

სებ-ის საბჭოში ხილ-ბოსტნეულის შენახვის ტექნოლოგი აირჩიეს, ის პრეზიდენტის წარდგენილია

პარლამენტმა ეროვნული საბჭოს ორი წევრი აირჩია. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები რამდენიმე დღის წინ წარადგინა, დღეს კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მათი გაწვევა მოითხოვა. თუმცა, უმრავლესობის დეპუტატების თქმით,  "არ არის კანონში, არც რეგლამენტში, არსად პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატურების გაწვევა" და "ასეთი მექანიზმი არ არსებობს". 

ნანა ყეინიშვილი 2012-2016 ქართული ოცნების დეპუტატი იყო, ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

განათლება:

  • ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგი, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (სსსი) (წითელი დიპლომი); 1981-1986 წწ თბილისი, საქართველო;
  • საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა, 2004-2005 წწ. თბილისი, საქართველო;
  • ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 2005 წელი, თბილისი, საქართველო 
  • ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (საქართველო კოლხეთი - ოქროს დიპლომი) 2022 წელი საქართველო.

კომენტარები