ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, ირაკლი ეძგვერაძეზე იძალადეს. ისიც თვალნათელია, რომ ქართულ ოცნებას თავისი პრორუსული პოლიტიკიდან გამომდინარე მსგავსი ტიტუშკები მრავლად ჰყავს. ჩვენ ველოდებით სიტუაციის დამძიმებას, ყოველდღიურად ძალადობას. ოღონდ, ამ ძალადობის არავის ეშინია [...] ქართული ოცნების ტიტუშკები ახლა ადგილზე აღარ არიან. ისინი დაიმალნენ, საკუთარ სოროებში ჩაძვრნენ. მათ ასე სჩვევიათ - ადამიანებს დახვდებიან, მათ გაუსწორდებიან და შემდეგ იმალებიან. რა თქმა უნდა, მათ სუს-ი მფარველობს. ეს არის პუტინისტური და კრემლისტური მმართველობის ფორმა, სადაც ცდილობენ, რომ თავისი მძიმე პოლიტიკური დანაშაულებები ძალადობით გადააგორონ. ერთადერთი გამოსავალია, საზოგადოებამ სწრაფად გაიაზროს ის, რომ ხელისუფლება მმართველობიდან ჩამოსაშორებელია [...] ლაჩრებს, პრორუსებსა და პუტინისტებს ტიტუშკები ჰყავთ. შესაბამისად, ამ ტიტუშკებით რაც არ უნდა დაშინების მცდელობები ჰქონდეთ, არ გამოუვათ.
tbl.ge/6ilr
დაკოპირდა

ასე ეხმაურება პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას
ამავე თემაზე
- ბოჟაძე ეძგვერაძეზე: მე ვიცი რატომაც გაილახა — მოიქცა ისე, როგორც არ უნდა მოქცეულიყო
- გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს პატიმრობა შეეფარდა
- მელია, დოლიძე, კუპრავა გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო
- მელია: ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით
- გლდანში მომხდართან ზარნაძეს და მე კავშირი არ გვაქვს – კალაძე