უკრაინა-პოლონეთი

დუდა: კარგი იქნება, თუ უკრაინას ემახსოვრება, რომ ჩვენგან დახმარებას იღებს

ანდჟეი დუდა სიტყვით გამოდის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, 2023 წლის 19 სექტემბერი, ნიუ-იორკი

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს. 19 სექტემბერს, ასამბლეის პირველ დღეს გაეროს სიტყვით რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ მიმართა. დუდა თავის მიმართვაში უკრაინასა და პოლონეთს შორის ხორბლის ექსპორტის საკითხზე უთანხმოებას გამოეხმაურა.

"კარგი იქნება, თუ უკრაინას ემახსოვრება, რომ ჩვენგან დახმარებას იღებს და ჩვენ ვართ უკრაინისთვის სატრანზიტო ქვეყანა. [...] რაღაცით უკრაინა ჰგავს კაცს, რომელიც იხრჩობა და ფსკერისკენ მიათრევს საკუთარ მაშველს". 

წინა კვირას უკრაინის ვაჭრობის წარმომადგენელმა ტარას კაჩკამ გამოცემა Politico-სთან დააანონსა, რომ უკრაინა მეზობელ ქვეყნებს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებდა. 

"მნიშვნელოვანია, დავამტკიცოთ, რომ ეს ქმედებები არალეგალურია და ამის გამო ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს" - თქვა კაჩკამ. 

2023 წლის მაისში ევროკავშირის მიერ მიღებულმა შეზღუდვებმა საშუალება მისცა პოლონეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს, რომ აეკრძალათ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი. შემდგომში, ევროპულმა კომისიამ ეს შეზღუდვა სპეციალურად უკრაინის მეზობელი ქვეყნებისთვის მოხსნა, თუმცა ამ ქვეყნებს იმპორტი არ დაუშვიათ. ამ ქვეყნებში აკრძალულია უკრაინული ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირის და მათგან წარმოებული პროდუქციის გაყიდვა. 

უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი საკუთარი ეკონომიკის და ფერმერების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. 

კომენტარები