უკრაინა-პოლონეთი

უკრაინა პოლონეთისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

დონალდ ტუსკი და ვოლოდიმირ ზელენსკი

22 იანვარს პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა.  ვიზიტის ფარგლებში ტუსკი უკრაინელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა პოლონეთისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ილაპარაკა:

"არის ახალი პოლონური თავდაცვითი პაკეტი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ დახმარებას. ეს არის ჩვენი ურთიერთქმედების ახალი ფორმა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის შეძენის მასშტაბის გაზრდას ემსახურება. ეს არის პოლონური კრედიტი უკრაინისთვის".

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პირველი პირი უკრაინელ სტუდენტებს შეხვდა. 

კომენტარები