უკრაინა-პოლონეთი

ზელენსკი: სიტუაცია პოლონეთის საზღვარზე დიდი ხანია გასცდა ეკონომიკისა და მორალის ფარგლებს

საბოლოოდ უნდა გამოვნახოთ გადაჭრის გზა პოლონეთის საზღვარზე არსებული სიტუაციისთვის, რომელიც დიდი ხანია გასცდა ეკონომიკისა და მორალის ფარგლებს.

უბრალოდ, შეუძლებელია ახსნა, როგორ იყენებენ შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის იმ ქვეყნის პრობლემებს, რომელიც სისხლისგან იცლება. თუმცა, ამასაც გადავიტანთ.

მჯერა, უკრაინას შეუძლია გაძლება, საკუთარი მიზნების მიღწევა და რუსული ტერორის დამარცხება. ჩვენ ერთად ამის უზრუნველყოფა შეგვიძლია.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკვე რამდენიმე თვეა, რაც პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვარზე ომში მყოფი მეზობელი ქვეყნიდან მარცვლეულის შეტანის გამო პროტესტს აგრძელებენ, კეტავენ გამშვებ პუნქტებს. მათ რამდენჯერმე სატვირთოებიდან უკრაინული ხორბალიც გადმოყარეს.

კომენტარები